მიხეილ სააკაშვილი - აღლუმში თქვენი ჩართვით და ძალით ჩამოყვანით გამცირებენ თქვენ, თქვენს ოჯახებს

აღლუმში თქვენი ჩართვით და ძალით ჩამოყვანით გამცირებენ თქვენ, თქვენს ოჯახებს და გამცირებენ იმაშიც, რომ მომავალში ეს იქნება დიდი სამარცხვინო აქტი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, მისი მმართველობის პერიოდში ოპოზიციისთვის აქცია არასდროს ჩაუტარებიათ.

"აღლუმში თქვენი ჩართვით და ძალით ჩამოყვანით გამცირებენ თქვენ, თქვენს ოჯახებს და გამცირებენ იმაშიც, რომ მომავალში ეს იქნება დიდი სამარცხვინო აქტი.

არასდროს ჩვენ არ მოგვიწყვია კონტრაქცია ოპოზიციისთვის. დიახ, ვაწყობდით საარჩევნო მიტინგებს, მათ შორის, იყო წარმატებულიც და არცთუ წარმატებული მიტინგებიც, მაგრამ ეს იყო საარჩევნო შეხვედრები, რომელიც ხდება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში.

2009-ში მრავალი თვე თბილისის გადაკეტილი ჰქონდათ კარვებით. არამხოლოდ ძალა არ გამოგვიყენებია, არამედ მე თვითონ გადავედი პრეზიდენტის სასახლიდან, გადავედი სულ სხვა შენობაში და დავუთმე მთლიანად ცენტრი მომიტინგეებს. ჩვენ მაშინ დავუთმეთ მათ ყველაფერი. რატომ ამას არ იხსენებენ?. 

ჩემი ამოცანა დღეს არის როგორც არასდროს ამ ერთობისთვის ხელის შეწყობა. ყველანაირი პირადი ამბიცია მე გადავდე გვერდით, როდესაც საქართველოში ჩამოვედი. მე ვიცოდი, რაზე მივდიოდი. როგორც შემიძლია ვიღებ მონაწილეობას თქვენთან ერთად, გულით, სულით, ჩემი მომხრეების მობილიზაციით იმაში, რომ ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვოთ და ეს ასეც მოხდება აუცილებლად", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები