ხატია დეკანოიძე - როგორ წარმოუდგენია დეპოლარიზაცია და ეს პროცესი "ქართულ ოცნებას“, ყველაფერი ძალიან კარგად დადასტურდა კობახიძის განცხადებაში

პაპუაშვილს მოვუწოდებდი, მაგალითად, პარტიის თავმჯდომარის განცხადებები და ქცევები შეაფასოს, თუ როგორ აზიანებს პარტიის ეს დეპოლარიზაციის პროცესს, რომელზეც „ქართული ოცნება“ ასე ხშირად საუბრობს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

"იმისთვის, რომ შესრულდეს 12 პუნქტი, არავითარი სპეკულაციები და იმიტაციის პროცესის შექმნის სივრცე აღარ დავუტოვოთ „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას, მოვიწვიეთ საგანგებო სესია. მიგვაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც კანონპროექტები უნდა იხილებოდეს, არის სასესიო დარბაზი და კომიტეტები. თუ როგორ წარმოუდგენია დეპოლარიზაცია და ეს პროცესი „ქართულ ოცნებას“, ყველაფერი ძალიან კარგად დადასტურდა კობახიძის განცხადებაში. 

რაც შეეხება პარალელურ პროცესს, ეს პარალელური პროცესი არ იყო, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს იყო სამოქალაქო საზოგადოებასთან საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის პროცესი. ამიტომ ბატონ პაპუაშვილს მოვუწოდებდი, მაგალითად, პარტიის თავმჯდომარის განცხადებების და ქცევების შეფასება გააკეთოს, იმის, თუ როგორ აზიანებს პარტიის თავმჯდომარის განცხადება და ქცევა დეპოლარიზაციის პროცესს, რომელზეც „ქართული ოცნება“ ასე ხშირად საუბრობს. ახლა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალაუფლება შეინარჩუნონ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები