უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 41 170 (+140) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 02.08-მდე: ტანკები - 1 768 (+0), ჯავშანტექნიკა - 4 011 (+4), საარტილერიო სისტემები - 936 (+4), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 259 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 117 (+0), თვითმფრინავი - 223 (+0), ვერტმფრენები - 191 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 739 (+3), საკრუიზო რაკეტები - 174 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 2 914 (+2), სპეციალური ტექნიკა - 82 (+0).