"ლელოს" 3-პუნქტიანი ინიციატივა - შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს ვიზები, უძრავი ქონება და ბინადრობა, ბიზნესის რეგისტრაცია

"ლელო" გამოდის ინიციატივით, ამოქმედდეს დროებითი სავიზო რეჟიმი რუსეთთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჩართულები არიან სამხედრო აგრესიაში უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ, შეიზღუდოს უძრავი ქონების შეძენა და ბიზნესის რეგისტრაცია.

"ქვეყანაში სიტუაცი ბევრად რთულად არის ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. სასაწრაფოდ გასატარებელია კონკრეტული ღონისძიებები, რათა სახელმწიფომ დაიწყოს კონტროლი საქართველოში შემომსვლელ ვიზიტორთა ნაკადებზე, განსაკუთრებით კი ოკუპანტი ქვეყნიდან. 

"ლელოს“ გამოდის ინიციატივით: 1. ამოქმედდეს დროებითი სავიზო რეჟიმი (რუსეთის ფედერაციასთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჩართულები არიან სამხედრო აგრესიაში უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ); 2. შეიზღუდოს, ასევე მაქსიმალურად გაკონტროლდეს საქართველოში მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის, ამასთანავე, ბინადრობის უფლების გაცემის საკითხი (რუსეთის ფედერაციისა და იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც ჩართულები არიან სამხედრო აგრესიაში უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ); 3. შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს ბიზნესის დარეგისტრირების პროცესი (რუსეთის ფედერაციისა და იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც აწარმოებენ სამხედრო აგრესიას უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ). 

დღესვე, „ლელოს“ საპარლამენტო ჯგუფმა მიმართა შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს სადეპუტატო კითხვებით, რათა მოხდეს შესაბამი ინფორმაციის გასაჯაროება და საზოგადოებას ქონდეს სათანადო ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით", - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები