თეიმურაზ ბეჟანიძე - მან მიბიძგა დანაშაულისკენ, მოკვლის მცდელობა არ მქონია, შეშინება მინდოდა

განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ექიმ თეიმურაზ ბეჟანიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

სხდომაზე თეიმურაზ ბეჟანიძემ განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს, თუმცა დანაშაულისაკენ საკუთარმა უფროსმა უბიძგა.

"დამნაშავედ ვგრძნობ თავს, მაგრამ მან მიბიძგა დანაშაულისკენ. მოკვლის მცდელობა არ მქონია, შეშინება მინდოდა. გავისროლე, ადგა და მხარში მოხვდა. მეტრანახევარში ვიყავი და არ ავაცილებდი, განზრახ რომ მქონოდა მოკვლა დაგეგმილი. შემთხვევით მოხდა. სამსახურიდან უმიზეზოდ გამათავისუფლა. კონდიციონერის პულტი არ მივეცი. ჩემი და მისი ბიჭი მეგობრები არიან. 30 წელია, ერთად ვმუშაობდით.​ კონდიციონერი ჩემი ნაყიდი იყო, გადამიყვანა სხვა კაბინეტში. ოთხი კაბინეტი შემიცვალა, მეორედ ვიყიდე კონდიციონერი. რომ გადამიყვანა, მითხრა, ახალ კონდიციონერს დაგიდგამო. ორი ახალგაზრდა ექიმი შეასახლა. ჩვენ ორნი აღმოსავლეთის მხარეს გადაგვიყვანა, სადაც საშინელი სიცხეა. მე ვუთხარი დაცვას, რომელიც მან გამოაგზავნა, პულტს ვერ მივცემ, ვიდრე კონდიციონერი ჩემს ოთახში არ იქნება. გაბრაზებულმა იურისტს დაავალა, ბრძანება დაეწერა გათავისუფლებაზე. ცუდად გავხდი, რა გამეკეთებინა, არ ვიცოდი. იარაღს სახლში არ ვტოვებდი. შვილიშვილები მყავს და სამსახურში კაბინეტში ვინახავდი. ამოვიღე, ავალ, შევაშინებ, იქნებ აღმადგინოს სამსახურში-მეთქი და შენ მემუქრებიო. გავისროლე, ადგა და გაკრა მარჯვენა მხარზე. განზრახ მკვლელობის გეგმა არ მქონია. იარაღი ბუჩქებში ჩავაგდე. მან მიბიძგა დანაშაულისკენ. დამნაშავედ ვცნობ თავს, მაგრამ არა იმ კვალიფიკაციით, რაც მაქვს წარდგენილი“, – განაცხადა თეიმურაზ ბეჟანიძემ.

წინასასამართლო სხდომა 20 სექტემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.