"Frontnews“-ის პასუხი რიჩარდ ნორლანდს

"Frontnews“-ის პასუხი რიჩარდ ნორლანდს

რამდენიმე დღეა, ქართულ მედიაში და პოლიტიკურ წრეებში განხილვის საგანია საქართველოში აშშ–ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის მიერ თსუ–ში სტუდენტებთან შეხვედრისას გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ ქართველები აფხაზებს და ოსებს ეპყრობოდნენ დაახლოებით ისე, როგორც მანამდე რუსები – ქართველებს და ამისთვის ბოდიში აქვთ მოსახდელი. აღნიშნული ინფორმაცია სააგენტო “Frontnews”-მა გაავრცელა. მოგვიანებით ელჩმა განმარტება გააკეთა და თქვა, რომ „ციტატა კონტექსტიდანაა ამოღებული“.
 
„სტუდენტებთან შეხვედრა არ იყო პოლიტიკური მოხსენება, ეს იყო ნაწილი იმ გულახდილი აკადემიური დისკუსიისა, რომლის მიზანი სტუდენტების კამათში გამოწვევა იყო. ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით არ შეცვლილა, ქართველმა ხალხმა იცის, რომ მე პირადად თვითმხილველი ვარ იმ ტანჯვის, რომელიც ქვეყანამ ოცი წლის წინ გამოიარა. შეცდომები, რა თქმა უნდა, დაუშვა ყველამ, მაგრამ არაფერი ამართლებს ასობით ათასი ადამიანის სახლებიდან გამოძევებას და საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციას. მომავალში საქართველოს ტეროტორიული მთლიანობის აღდგენის მცდელობას თან უნდა ახლდეს შერიგების პროცესი, ამ ფონზე კი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყველა მხარის წუხილი. შეერთებული შტატები კვლავაც მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა ნორლანდმა.
 
ასევე გავრცელდა ინფორმაციები  არასწორი თარგმანისა და ჩანაწერის ფარულად გაკეთების შესახებ. საინფორმაციო სააგენტო “Frontnews” აცხადებს, რომ არავითარი ფარული ჩაწერა არ ყოფილა, შეხვედრა ღია იყო მედიისთვის და „Frontnews”-ის ჟურნალისტმა მასზე დასწრება უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან შეათანხმა. ასევე სრულიად ღიად, კანონიერად განხორციელდა  ჩანაწერიც სცენაზე დამონტაჟებული დინამიკებიდან.
 
რაც შეეხება „არასწორ თარგმანს“ და „ინტერპრეტაციებს“, რიჩარდ ნორლანდის სტუდენტებთან შეხვედრისას ელჩის სიტყვებს აშშ–ის საელჩოს ოფიციალური თარჯიმანი თარგმნიდა, შესაბამისად, ტექსტი, რომელიც ჩვენ გავავრცელეთ, თარგმნილია სწორედ საელჩოს თარჯიმნის და არა სააგენტოს მიერ. მასში ჩვენს მიერ ჩამატებულია ერთადერთი ფრაზა – ბოდიშის მოხდა და ამასთან დაკავშირებითაც გვსურს, განვმარტოთ, რომ ელჩმა სწორედ სიტყვა „Apologize“ (ბოდიშის მოხდა) გამოიყენა, თარჯიმანმა კი ეს აღიარებად [წარსულის შეცდომებისა] თარგმნა.
 
რაც შეეხება კონტექსტიდან ამოღებას, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შესახებ დასმულ კითხვაზე ელჩის პასუხი სააგენტოს მიერ სრულად იყო შემოთავაზებული, რაც შეეხება ერთსაათიანი საუბრის სხვა თემებს, ისინი საპარლამენტო არჩევნებს, ავღანეთის მისიას, ირანის საკითხს და სხვას შეეხებოდა, შესაბამისად, ეს განსხვავებული თემები ნამდვილად არ შექმნიდა სწორ კონტექსტს ელჩის მიერ აფხაზებთან და ოსებთან მიმართებაში გაკეთებული განცხადებისთვის. 
 
აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია, ელჩის იქნება ეს თუ სხვა ვინმეს მიერ, მედიის დადანაშაულება საკუთარი არასწორი განცხადების გამო.
 
ყოველივე ზემოთთქმულის დასტურად ვაქვეყნებთ სტუდენტებთან რიჩარდ ნორლანდის შეხვედრისა და კითხვა–პასუხის სრულ აუდიო–ჩანაწერს, რომელიც საათზე მეტხანს გრძელდება. ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით კითხვაზე რიჩარდ ნორლანდის პასუხი დაახლოებით 22–ე წუთიდან შეგიძლიათ, მოისმინოთ:

https://www.youtube.com/watch?v=QsajA6gECRc

უახლესი ამბები