ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი "გრადებით" დაბომბეს - დაიღუპა 11 და დაშავდა 13 ადამიანი

დნეპროპეტროვსკის ოლქში, ნიკოპოლის რაიონზე მტრის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა,  - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა.

"ტრაგიკული ღამე... ნიკოპოლის რაიონში რუსულმა არმიამ 11 ადამიანი მოკლა, 13 დაიჭრა. მტერმა ორჯერ ესროლა ტერიტორიას "გრადებიდან". ოკუპანტებმა 80 რაკეტა გაუშვეს საცხოვრებელ უბნებზე, განზრახ და მოღალატეობით, როცა ხალხს ეძინა“, - განაცხადა რეზნიჩენკომ.

მისივე ინფორმაციით, ქალაქში 20-ზე მეტი მაღალსართულიანი კორპუსი, საერთო საცხოვრებელი, კულტურის სასახლე, ორი სკოლა, საკრებულოს შენობა და კიდევ რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა დაზიანდა. მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზი და რამდენიმე ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა და შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები