მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს კომუნიკაციების კომისიას, არ გააგრძელოს კრიტიკული მედიასაშუალებების შეზღუდვის პრაქტიკა

მედიის ადვოკატირების კოალიცია საგანგაშოდ მიიჩნევს მმართველი პარტიის, ქართული ოცნება მოთხოვნას კომუნიკაციების კომისიამ დაასანქციროს სამი კრიტიკული მაუწყებელი - "ფორმულა", "მთავარი არხი" და "ტვ პირველი" კამპანია "შინ ევროპისკენ" კლიპის ეთერში განთავსების გამო.

“ქართული ოცნების” შეფასებით, 2022 წლის 23-25 ივნისს გავრცელებული რგოლი წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსისაა, ემსახურება “ქართული ოცნების” და მისი იდეის უარყოფითად ფორმირებას და მიზნად ისახავს სამომავლო არჩევნებში არჩევისათვის ხელის შეშლას. ამდენად, თავადვე მიუთითებს, რომ წარმოების მიზანი მედიასივრცეში პარტიის მიმართ უარყოფითი მესიჯების გაქრობა და მათთვის არასასურველ საკითხებზე კრიტიკული მოსაზრებების შეზღუდვაა.

მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკული შინაარსის ვიდეო რგოლების განთავსების ხელშეშლა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და საფრთხეს უქმნის პლურალიზმს ქვეყანაში. ამგვარი დამოკიდებულება შეუთავსებელია თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მართვის პრინციპებთან.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს კომუნიკაციების კომისიას, არ გააგრძელოს კრიტიკული მედიასაშუალებების შეზღუდვის პრაქტიკა და გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს როგორც სადავო საკითხის მნიშვნელობა, ისე მედიის თავისუფლების შეზღუდვის რისკები",- აღნიშნულია კოალიციის განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები