ანრი ოხანაშვილი - თუ მათთვის ასეთი მიუღებელია ჩვენთან პარლამენტში ყოფნა, დატოვონ, გავიდნენ

ეს ადამიანები იმ პარლამენტში შემოვიდნენ, სადაც „ქართული ოცნებაა“ წარმოდგენილი, მათი გაგებით რუსული ოცნება და თუ ასე უყურებენ ამ საკითხს, მაშინ რას საქმიანობენ ამ პარლამენტში, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

"დაიწყონ დაუმორჩილებლობაც და ასე შემდეგ, ყველაფერს ექნება შესაბამისი სამართლებრივი რეაქცია. რაც შეეხება ამ დაზეპირებული ფრაზებით საუბარს, ეს არის პოლიტიკური პლაგიატი. მელიას პარტიას ჰქვია სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ მოქმედი პარტია, რომელსაც არავითარი საერთო არ აქვს ქვეყნის ინტერესებზე ზრუნვასთან. ეს არის პოლიტიკური პლაგიატი, როდესაც მათზე ორგანულად მორგებულ სახელწოდებას, ჩვენთან მიმართებაში ამბობენ. ამიტომ, თავი დაანებონ პოლიტიკურ პლაგიატს. თუ მათთვის ასეთი მიუღებელია ჩვენთან პარლამენტში ყოფნა, დატოვონ პარლამენტი, გავიდნენ.

ხომ გახსოვთ, პუფებად მოიხსენიებდნენ ერთმანეთს, თუ ვინმე შემოვიდოდა, ჩამოყალიბდნენ ახლა, პოლიტიკური პუფები არიან, თუ არ არიან, სად არიან? რა პარლამენტში საქმიანობენ, მაშინ დატოვონ იყვნენ თანმიმდევრულები, დატოვონ მანდატები. ჩვენი საზოგადოება გადაწყვეტს პოლიტიკურად, საკანონმდებლო დონეზე შემდგომ კონფიგურაციას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები