ჰუბერტ ქნირში - ვისურვებდი, რომ საქართველომ წარმატებით გააგრძელოს თავისი გზა ევროკავშირის წევრობისკენ

"გულითად მადლობას მოვახსენებთ ყველა ქართველს, ვისაც შევხვედრივართ, ვინც აქ ჩვენი საქმიანობით ინტერესდებოდა და კეთილ სურვილებს არ იშურებდა. ერთი რამ ნათელია - გერმანია და საქართველო მომავალშიც კარგი, მჭიდრო პარტნიორები იქნებიან, ეს ქვეყანა კი მუდამ ჩვენს გულებში დარჩება“ – ამ სიტყვებით ემშვიდობება გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში საქართველოს.

"ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ეს განსაკუთრებული დღეებია. ოთხი წლის შემდეგ სრულდება ჩემი, როგორც საქართველოში გერმანიის ელჩის საქმიანობა. ძალიან მადლიერები ვართ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ამდენი კარგი რამ ვნახეთ და განვიცადეთ, რომ მოგვეცა იმ ადამიანებთან შეხვედრის საშუალება, რომლებიც გვიყვებოდნენ საკუთარ ცხოვრებაზე და გვიზიარებდნენ სამომავლო გეგმებს. ჩემთვის დიდი პატივი იყო, ვყოფილიყავი უფლებამოსილი წარმომედგინა გერმანია საქართველოში. გერმანულ-ქართული ურთიერთობები განსაკუთრებულია, მათ დიდი ხნის ტრადიცია აქვთ და მათი სულისჩამდგმელები არიან ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ მეორე ქვეყანა, მოგზაურობენ ამ ქვეყანაში, ცხოვრობენ, განათლებას იღებენ და მუშაობენ.

ვუსურვებთ საქართველოს შემდგომ განვითარებას, პირველ რიგში მშვიდობას და ასევე შიდაპოლიტიკური უთანხმოებების დაძლევას, რომლებიც ტვირთად აწევს ქვეყანას. ვისურვებდი, რომ საქართველომ წარმატებით გააგრძელოს თავისი გზა ევროკავშირის წევრობისკენ, რომ ამ ფუნდამენტურ პარტნიორობას, არავინ მიაყენოს ჩრდილი და ზიანი. გულითადად მადლობას მოვახსენებთ ყველა ქართველს, ვისაც შევხვედრივართ, ვინც აქ ჩვენი საქმიანობით ინტერესდებოდა და კეთილ სურვილებს არ იშურებდა. ერთი რამ ნათელია – გერმანია და საქართველო მომავალშიც კარგი, მჭიდრო პარტნიორები იქნებიან, ეს ქვეყანა კი მუდამ ჩვენს გულებში დარჩება“, – აცხადებს ჰუბერტ ქნირში.

ჰუბერტ ქნირშს საქართველოში ელჩის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. გერმანიის ელჩის თანამდებობაზე ქნირშს პეტერ ფიშერი შეცვლის.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FDeutscheBotschaftTiflis%2Fvideos%2F626952952175767%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>