თეკლათისა და ჭალადიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატი ზაზა ყურაშვილი იქნება

თეკლათისა  და ჭალადიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატი ზაზა ყურაშვილი იქნება, - ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

"დღეს ასევე გვსურს წარმოგიდგინოთ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში. 

თეკლათისა  და ჭალადიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩვენი კანდიდატი იქნება ბატონი ზაზა ყურაშვილი. ბატონი ზაზა არის ჩვენი პარტიის ერთგული და აქტიური წევრი, რომელიც საკუთარ თემში სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით. 

დარწმუნებული ვართ, რომ ის აუცილებლად მოიგებს არჩევნებს, რის შემდეგაც ღირსეულად წარმოადგენს ორივე სოფლის ინტერესებს სენაკის საკრებულოში.

გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნების შემდეგ, სენაკის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ ჩამოაყალიბებს მყარ უმრავლესობას, რითაც დასრულდება თითქმის ერთწლიანი საბოტაჟი, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტია - „საქართველოსთვის“ ტანდემში მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ ახორციელებდნენ.

მოვუწოდებთ ბატონი ზაზა ყურაშვილის მხარდაჭერისკენ თეკლათისა და ჭალადიდის მოსახლეობას", - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები