დარია კალენიუკი - საქართველოს ოკუპაციაზე დასავლეთის რეაგირების სისუსტემ წაახალისა რუსეთი

რაც საქართველოში ჩაიდინა პუტინმა 2008 წელს, იყო რეპეტიცია იმისა, რაც ახლა სჩადის უკრაინაში, საქართველოს ოკუპაციაზე დასავლეთის რეაგირების სისუსტემ წაახალისა პუტინი, რომ მას გაეგრძელებინა თავისი სისასტიკე, – ამის შესახებ უკრაინის ანტი-კორუფციული კოალიციის წარმომადგენელმა დარია კალენიუკმა ოძისში, საოკუპაციო ხაზთან განაცხადა.

"ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფებია აქ, ოკუპაციის ხაზთან, რადგან ის, რაც დაემართა საქართველოს 2008 წელს, იყო რეპეტიცია იმისა, რაც ახლა ხდება უკრაინაში. საქართველოს ოკუპაციაზე დასავლეთის რეაგირების სისუსტემ წაახალისა რუსეთი, რომ მას გაეგრძელებინა თავისი სისასტიკე, დანაშაულები და ახლა ისინი გენოციდს სჩადიან უკრაინაში, თუმცა ჩვენთან ხალხი დარწმუნებულია, რომ ამ ომში გავიმარჯვებთ. 

ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ ყველა იმ ქართველის, ვინც ახლა იბრძვის უკრაინაში. ეს არის მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობთ და ჩვენ ვგრძნობთ, თქვენ გესმით, რომ ომი უკრაინაში თქვენი ომიც არის და ეს არის ომი თავისუფლებისთვის. 

მიგვაჩნია, რომ რუსეთი არის ტერორისტი სახელმწიფო და უნდა იყოს აღიარებული როგორც ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო თავისი ქმედებებისთვის ჩეჩნეთში, საქართველოში, მოლდოვასა და ახლა უკრაინაში“, – განაცხადა დარია კალენიუკმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები