მედიის ინფორმაციით, პუშილინი დონეცკიდან გაიქცა

უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრშეტევის ფონზე ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის "ხელმძღვანელი“ დენის პუშილინი დონეცკიდან გაიქცა და  დიდი ალბათობით რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა.

ინფორმაციას უკრაინული 24-ე არხი უკრაინის დაზვერვაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის "ბოევიკებში" უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის გამო პანიკა დაიწყო. შემდეგ დენის პუშლინმა დონეცკიდან გაქცევა გადაწყვიტა. 

სადაზვერვო წყაროს ინფორმაციაზე უკრაინულ მხარეს ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

10 სექტემბერს, გავრცელდა ინფორმაცია კუპიანსკის გათავისუფლებისა და იზიუმში რუსული შენაერთების დატყვევების შესახებ. სამხრეთით კი, უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები