ირაკლი კობახიძე - ნინო ლომჯარია დისკომფორტს უქმნიდა ქართულ სახელმწიფოს იმით, რომ იყო პოლიტიზებული

ნინო ლომჯარია იყო პოლიტიზებული და მთლიანად იყო შესული პოლიტიკურ პროცესში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცესის კომენტირებისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სახალხო დამცველი, რომელსაც უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება, პოლიტიზებულია და ის დისკომფორტს არა მმართველ პარტიას, არამედ ქართულ სახელმწიფოს უქმნის.

"ლომჯარია არანაირ დისკომფორტს არ გვიქმნიდა, ლომჯარია დისკომფორტს უქმნიდა ქართულ სახელმწიფოს იმით, რომ იყო პოლიტიზებული და მთლიანად იყო შესული პოლიტიკურ პროცესში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სახალხო დამცველის არჩევის პროცედურის კრიტიკასთან, არის ცარიელი სპეკულაცია.

"ჯერ არასამთავრობო ორგანიზაციები აფასებენ ყველა კანდიდატს 40-ქულიანი სისტემით და საზოგადოება ნახავს, რომ კონკრეტულმა კანდიდატებმა მიიღეს 40, 39, 37 ქულა. ზოგმა კანდიდატმა მიიღო 5, 7, 10 ქულა. ანუ, ვიღაცები არიან მისაღები, ვიღაცები კი მიუღებელი არასამთავრობო სექტორისთვის. ეს ქულებიდან გამოჩნდება. ამის შემდეგ კანდიდატებს პოლიტიკური პარტიები ასახელებენ. იქაც გამოჩნდებიან კანდიდატები, რომლებიც მისაღები არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიებისთვის, ფრაქციებისთვის, პოლიტიკური ჯგუფებისთვის. როდესაც ისინი აჩვენებენ, რომ ვიღაც მისაღებია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ასევე პოლიტიკური პარტიებისთვის და როდესაც მხოლოდ აქედან ვაკეთებთ ჩვენ არჩევანს, სპეკულაციებისთვის უბრალოდ არ რჩება არანაირი სივრცე. აქედან გამომდინარე, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ამ პროცედურის კრიტიკასთან, არის ცარიელი სპეკულაცია“, - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები