ირაკლი ზარქუა - ევროინტეგრაციის მომხრეების რიცხვი 75%-მდე შემცირდა, რაც რადიკალური ოპოზიციის მავნებლობის დამსახურებაა

ევროინტეგრაციის მომხრეების რიცხვი 85-დან 75%-მდე შემცირდა და ეს იმ რადიკალური ოპოზიციის მავნებლობის დამსახურებაა, რამაც საზოგადოებაში დასავლური ინტეგრაციის მიმართ უნდობლობა გააჩინა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

"NDI არის ორგანიზაცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას ძალიან ბევრ რამეში ეხმარება, მათ შორის ტრენინგების, გადამზადების ნაწილში, თუმცა, ეს კვლევები, პოლიტიკური ნაწილი მაინც, არ არის მისი ძლიერი მხარე და ეს მერამდენედ მტკიცდება. ერთ ტენდენციას ნამდვილად ასახავს, ეს ის არის, რომ მმართველ პარტიას ბევრად მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე მთელ ოპოზიციას ერთად აღებულს და ეს სწორიც არის.

სულ რამდენიმე ხნის წინ საქართველოს მოსახლეობის 85% ემხრობოდა ევროინტეგრაციას და 75%-მდეა შემცირებული. ეს სხვათა შორის იმ რადიკალური ოპოზიციის მავნებლობის დამსახურებაა, რამაც საზოგადოებაში ეტყობა გააჩინა უნდობლობა დასავლური ინტეგრაციის მიმართ“,- განაცხადა ზარქუამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები