ირაკლი კუპრაძე - ნაწილი ადამიანების არის, რომლებიც მანქანაზე ხსნიან "Z“-სტიკერს და შემდეგ რომ გადმოდიან, ისევ აკრავენ თავხედურად

ნაწილი ადამიანების არის, რომლებიც მანქანაზე ხსნიან „Z“ - სტიკერს და შემდეგ რომ გადმოდიან, ისევ აკრავენ, -  ამის შესახებ "ლელოს“ წევრმა ირაკლი კუპრაძემ  რუსეთიდან გამოქცეული მოქალაქეების შესახებ განაცხადა. 

მისი თქმით, ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა ლარსზე, სადაც გაეცნო ვითარებას.  

"ვიყავი ლარსზე, ვესაუბრე ადამიანებს, ეს არის სეგმენტირებული ძალიან დიდი ნაწილი, მასობრივად გადმოდიან და ეს არის დღეში სავარაუდოდ, 4-5 ათასი ადამიანი,  რაც თვალით შეგიძლია დათვალო, ნაწილი ადამიანების არის, რომლებიც მანქანაზე ხსნიან "Z“-სტიკერს და შემდეგ, რომ გადმოდიან ისევ აკრავენ თავხედურად. ნაწილი ადამიანებისა, გაღარიბებული, გაღატაკებული, რომლებიც გამოურბიან ომს და ველოსიპედით გადმოლახეს დარიალის ხეობა. სკუტერებით და ფეხით პატარა ბავშვებით გადმოვიდნენ. მათ მიმართ თანაგრძნობა გამაჩნია, მაგრამ  მეორე მხარეა -  რისკები!. "ლელომ“ როდესაც დავაყენეთ სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნა, ვამბობდით, რომ შეიძლება თან განცდა გვქონდეს დისიდენტი და ანტიპუტინისტი მოქალაქეების მიმართ, მაგრამ არსებობს მეორე საკითხი, მე უფრო თანავუგრძნობ იმ სტუდენტებს, რომლებიც ვერ ქირაობენ დღეს საცხოვრებელ სახლებს თბილისში“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები