მედიის ცნობით, ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება

"ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

გამოცემის ცნობით, სოციალური ქსელებში ვრცელდება ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგორ მოძრაობს კორტეჟი საგზაო პოლიციის მანქანების თანხლებით.

ტელეგრამ არხი AMPA-life წერს, რომ "მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის ავტოკოლონიამ უკვე გაიარა გაგრა“. D News Abkhazia ვარაუდობს, რომ "სტუმართან შეხვედრა ბიჭვინთაში გაიმართება". 

26 სექტემბერს ალექსანდრე ლუკაშენკო სამუშაო ვიზიტით სოჭში ჩავიდა და ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები