უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 61 330 (+330) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 06.10-მდე: ტანკები - 2 449 (+14), ჯავშანტექნიკა - 5 064 (+26), საარტილერიო სისტემები - 1424 (+10), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 344 (+3).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 177 (+0), თვითმფრინავი - 266 (+0), ვერტმფრენები - 232 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 1047 (+15), ფრთოსანი რაკეტები - 246 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 3 854 (+13), სპეციალური ტექნიკა - 134 (+2).
გასული დღის განმავლობაში ოკუპანტებმა ყველაზე დიდი დანაკარგი კრამატორსკის, ავდეევსკის და კრივოი როგის მიმართულებით განიცადეს.