კახა კალაძე - ლევან თედიაშვილს სახელმწიფო და ფონდი "ქართუ ეხმარება“, მზად ვარ, მეც გვერდით დავუდგე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მედიასთან საუბრისას გამოეხმაურა ცნობილი ქართველი მოჭიდავის ლევან თედიაშვილის შესახებ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ლეგენდარული სპორტსმენი სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებოდ არის მიტოვებული.

კახა კალაძის თქმით, ლევან თედიაშვილზე საქველმოქმედო ფონდ"ქართუს” გრანტიდან ყოველთვიურად 1 500 ლარი, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან - ყოველთვიურად 2 000 ლარი გაიცემა.

"რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, საქველმოქმედო ფონდი "ქართუ“ ბატონ ლევანს ფინანსურად ეხმარება. ზუსტი თანხა ზუსტად არ ვიცი, მგონი ეს არის 1 500 ლარი ყოველთვიურად. 

გარდა ამისა, სახელმწიფოს მხრიდან მას აქვს 2 000 ლარისოდენობის ყოველთვიური დაფინანსება. თუ რაიმე დამატებით არის საჭირო, პირადად მე მზად ვარ, ხელი შევუწყო, გვერდში დავუდგე ამ ადამიანს. ასევე, მზადყოფნაშია თბილისისმუნიციპალიტეტიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები