ერმაკი - გგონიათ, რომ გავჩერდებით? ყოველ დარტყმაზე პასუხი იქნება მკაცრი

მასიური სარაკეტო თავდასხმა უკრაინელებს არ შეაშინებს, ყოველ დარტყმაზე იქნება მკაცრი პასუხი, - უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

"რუსები - სამარცხვინო დამარცხებულები არიან. ფიქრობთ, შეგვაშინებთ? ფიქრობთ, რომ უკრაინელებს ბუნკერის არაადეკვატური მშიშრების ტერორის ეშინიათ? გგონიათ, რომ გავჩერდებით? არა, ყოველ დარტყმაზე პასუხი იქნება მკაცრი. თქვენ პასუხს აგებთ თითოეულ სიკვდილსა და ტანჯვაზე და არა მარტო თქვენ. რუსების მთელი თაობა აგებს პასუხს", - წერს ერმაკი.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები გააგრძელებენ წინსვლას და გაანადგურებენ ყველას, ვინც უკრაინაში იარაღით მოდის.

"ეს დარტყმები კიდევ უფრო გვაბრაზებს. ეს დარტყმები მხოლოდ აჩქარებს ჩვენს წინსვლას. ჩვენ არ გვეშინია. ჩვენ მხოლოდ ვბრაზდებით და უფრო ზუსტები ვხდებით", - აღნიშნა ერმაკმა.

10 ოქტომბერს, დილით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მასიური თავდასხმა განხორციელდა. სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა არაერთ ქალაქზე, მათ შორის კიევზე, ლვოვზე, ხმელნიცკზე, ტერნოპოლსა და ჟიტომირზე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები