უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ხარკოვის ოლქში "ვაგნერის“ დივერსანტთა ორი ჯგუფი გაანადგურა.
დაქირავებული დივერსანტების ლიკვიდაციის ოპერაცია სპეცრაზმმა ჩაატარა. მისი რეალიზება შესაძლებელი გახდა საჰაერო დაზვერვისა და შტურმის საშუალებით.
უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 4 დივერსანტი ტყვედ არის აყვანილი, მათ შორის მეთაური, რომელიც სამსახურს უკვე აწვდის მნიშვნელოვან სადაზვერვო ინფორმაციას, მათ შორის ოკუპანტების მიერ ორგანიზებული უკრაინელების წამების შესახებ.