13 წლის გოგონა, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა

13 წლის გოგონა, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა განაცხადა, რომლის თქმით, მოზარდი სამედიცინო დაწესებულებაში გულის გაჩერებით შეიყვანეს და რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა.

რაც შეეხება 13 წლის ბიჭს, ექიმის თქმით, ის პედიატრიაულ კლინიკაშია გადაყვანილი და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

დაშავებულია კიდევ ერთი მოზარდი, რომლის მდგომარეობაც არსებული ინფორმაციით, შედარებით დამაკმაყოფილებელია.

თვითმხილველების თქმით, ბავშვები ბურთით თამაშობდნენ, რომელიც აუზში ჩავარდა. თავდაპირველად ბავშვმა ბურთის ამოღება სცადა, დენის დარტყმის შემდეგ კი მისი დახმარება მეგობრებმა სცადეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

ახლადრეაბილიტირებულ ვაკის პარკის შადრევანი გუშინ გაიხსნა.

მსგავსი სიახლეები