ირაკლი ზარქუა - ხალხმა იცის, ის რაც მოხდა, არის ტრაგედია, ოჯახის მერე ყველაზე მეტად კახი კალაძე განიცდის და მთელი მერია

"ეს არის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის სახე. ესენი არიან ადამიანის ტრაგედიებზე მონადირენი, სხვას ვერ დაარქმევ. ეს იყო ამათი სტანდარტი. გამოძიება მიმდინარეობს ბატონებო, ის ვინც არის დამნაშავე ყველა ვნახავთ. რასაც თქვენ აკეთებთ, მარაზმია ეს, მეტი არაფერი“, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს ტრაგედია სათავისოდ გამოიყენოს. 

"კახი კალაძე იმიტომ გყავთ გაჩხერილი ყელში, რომ სხვა ლიდერებთან ერთად დაგამთავრათ პოლიტიკურად, როგორც დედაქალაქში, ასევე მთელ საქართველოში. ამას ვერ პატიობთ და ყველანაირად გინდათ, რომ ეს გაანეიტრალოთ, არ გამოგივათ. ხალხი არ დაგიდგათ გვერდში. ხალხმა იცის, ის რაც მოხდა, არის ტრაგედია. ის რაც მოხდა, ოჯახის მერე ყველაზე მეტად კახი კალაძე განიცდის და მთელი მერია. ამას გრძნობს ხალხი და ამიტომაც არის, რომ ხელმოცარულები დადიხართ, მათ შორის პოლიტიკურად. არ გამოგდით, იმიტომ, რომ არასწორად დგახართ. უსამართლოდ დგახართ, არასწორ არგუმენტებზე დგახართ. ტრაგედიებზე მონადირენი ხართ, როგორ არ გრცხვენიათ? რამე სიწმინდე გაგაჩნიათ? გამოძიება არასწორად თუ წავიდა, მერე მაინც თქვით, საფუძველი რომ გქონდეთ, რომ გამოხატოთ თქვენი სამართლიანი აღშფოთება. ამხელა ტრაგედია მოხდა, სრულყოფილად უნდა გამოიძიონ, რომ რაღაც კითხვები არ გაჩნდეს შემდეგ. ბოდიშს ვიხდი იმ ოჯახის წინაშე, ასეთი სამარცხვინო სურათის მომსწრე რომ არიან“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები