ნინო კვიტაიშვილი - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას უნივერსიტეტის ავტონომიურობის პრინციპი

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას უნივერსიტეტის ავტონომიურობის პრინციპი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნინო კვიტაიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შემაშფოთებელია, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი თეა წულუკიანის გავლენის სივრცედ იქცეს. 

"შემაშფოთებელია, რომ უნივერსიტეტი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელს ატარებს, იქცეს სუს-ის, თეა წულუკიანისა თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა გავლენის სივრცედ.  ძალიან კარგად ვხედავთ, თუ რას აკეთებს წულუკიანი ხელოვნებაში,  კლავს თავისუფლებასა და განვითარებას, ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს მართვის რუსულ მოდელს. 

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, თავი შეიკავოს და შორს დადგეს უნივერსიტეტის მართვაში ჩარევისაგან და დაიცვას უნივერსიტეტის ავტონომიურობის პრინციპი“, - განაცხადა ნინო კვიტაიშვილმა. 

თსუ-ის რექტორის პოსტზე მხოლოდ ერთი, ქართული ოცნების კანდიდატურის წარდგენას  სტუდენტები უნივერსიტეტის ავტონომიაში ხელისუფლების ჩარევად აფასებენ და აქციებით აპროტესტებენ.

უახლესი ამბები