ალექსანდრე ბარამიძე - გენერალური პროკურორის არჩევის წესის შეცვლას არავინ მოითხოვდა, გენპროკურატურა თავის სიმაღლეზე რომ ყოფილიყო

გენერალური პროკურორის არჩევის  წესის შეცვლას არავინ მოითხოვდა გენპროკურატურა თავის სიმაღლეზე რომ ყოფილიყო, კანონის მიხედვით მოქმედებდეს და არა მმართველი პარტიის პოლიტიკური ინტერესებიდან,  - ამის შესახებ Front News-ს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ განუცხადა. 

მისი თქმით, "ქართულ ოცნებას“ მოსწონს თუ არა კანონპროექტი, კარგია, რომ ბოლოს და ბოლოს დაადგა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების გზას. 

"კანონპროექტში ასახული წესი არის ის,  რაც თავდაპირველად ერთ-ერთ პუნქტად იყო ჩადებული შარლ მიშელის შეთანხმებაში. შემდეგ იყო ინიცირებული კონსტიტუციური კანონპროექტი, რომელიც ამ წესთან ერთად ითვალისწინებდა საარჩევნო ბარიერის 2 პროცენტამდე დაწევასა და  ფრაქციებში წევრთა რაოდენობის საკითხს.  შემდეგ "ქართულმა ოცნებამ“ საერთოდ უარი თქვა შარლ მიშელის შეთანხმებაზე და შესაბამისად,  კონსტიტუციურ კანონპროექტში გენერალური პროკურორის არჩევის საკითხზეც. გარდა ევროკავშირის რეკომენდაციებისა,  მოთხოვნა გენერალური პროკურორის არჩევის წესში ცვლილების შეტანის თაობაზე,  ჩაიდო ასევე ევროკავშირთან  ასოცირების დღის წესრიგში, რომელიც მომდევნო 7 წლის განმავლობაში  იქნება ძალაში. აქედან გამომდინარე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტია და ძალიან  კარგია, რომ "ქართულ ოცნებაში“ ბოლოს და ბოლოს მიხვდნენ,  რომ ეს ცვლილება კონსტიტუციაში უნდა აისახოს, მიუხედავად იმისა.  მოსწონთ ეს მათ თუ არა“, - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ. 

მისი თქმით, პროკურორის არჩევის ამ  წესის მიღების აუცილებლობა არ იქნებოდა, რომ  არა ის  ვითარება, რომელიც საქართველოში ათწლეულობის განმავლობაში ჩამოყალიბდა. 

"ვიცით, რომ საბჭოთა წლების განმავლობაში  პროკურატურა იყო კომუნისტური  პარტიის იარაღი,  დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მთელი ამ 30 წლის განმავლობაში პროკურატურა იყო და რჩება მმართველი ჯგუფის ინსტრუმენტად პოლიტიკური ოპონენტების ანგარიშსწორებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა კორუფციული საქმიანობის გადაფარვისთვის.

ამ ვითარებიდან გამოსავლის ძიებაა სწორედ ეს კანონპროექტი, რომლის მთავარი არსი გენპროკურორის პარლამენტართა საერთო რაოდენობის 3/5-ით, ანუ  90 ხმით არჩევაა, რისთვისაც "ქართულ ოცნებას“ ოპოზიციის მხარდაჭერა დასჭირდება.

კარგი ცხოვრების გამო არ გვაქვს ეს კანონპროექტი, ყველაფერი რომ ნორმალურად ყოფილიყო,  როგორც ცივილიზებულ ქვეყნებშია, მაშინ არ დაგვჭირდებოდა არც ასეთი წესი და არც არავინ მოიხმობდა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისას გენპროკურორის არჩევის საკითხს.

ამ წესის შეცვლას არავინ მოითხოვდა,  გენპროკურატურა თავის სიმაღლეზე რომ ყოფილიყო, კანონის მიხედვით მოქმედებდეს და არა მმართველი პარტიის პოლიტიკური ინტერესებიდან“,  - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ. 

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილებას გულისხმობს, პირველი მოსმენით მიიღო, თუმცა "ოცნების" დეპუტატები კანონპროექტს იწუნებენ და მის მიღებას  ევროკავშირისგან "იძულებით" ხსნიან.

ოპოზიციაში ცვლილებას მიესალმებიან, რადგან ახალი წესი გენერალური პროკურორის პოლიტიკური  კონსესუსით არჩევას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები