მიხეილ სარჯველაძე - არესტოვიჩის ასეთი განცხადებები არ არის გზა, რაც ხელს შეუწყობს უკრაინის გამარჯვებას

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ კარგი იქნება თუ პრეზიდენტი ზელენსკი ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას გაემიჯნება.

"არესტოვიჩის მიმართ სიტყვა ბატონს შეგნებულად არ დავაყენებ. მსმენელსა და მაყურებელს ვერ ვაკადრებ, რომ ამ კაცის განცხადების საპასუხოდ რელევანტური სიტყვები გამოვიყენო, თორემ, თავში რა გვიტრიალებს ამ ქვეყნის მოყვარულ ადამიანებს, ეს გასაგებია. ოპოზიციის წარმომადგენლები რა კომენტარს აკეთებენ, ამ განცხადებაზე, როცა არესტოვიჩი საქართველოში გეგმავს მილიონი უკრაინელი ჯარისკაცის გამოგზავნას და აქ ხელისუფლების სამხედრო გზით დამხობას. ეს ვინმემ ამიხსნას, როგორია თავად ოპოზიციის პასუხი. ემიჯნებიან თუ არა ასეთი სახის განცხადებას. 

ძალიან საშიში პროცესია ქართულ-უკრაინული ურთიერთობების დაზიანების თვალსაზრისით, რადგან საქართველოში არ მეგულება პატრიოტი ადამიანი, ვისაც შეუძლია, მოთმინებით და გაგებით მოეკიდოს არესტოვიჩის ასეთ განცხადებას. საინტერესოა, ევროკავშირის ხედვაც ამ ყველაფერზე. როცა  ევროკავშირისკენ მიმავალი სახელმწიფოს, ხელისუფლების სახელით მოლაპარაკე პირი ამბობს, რომ მეორე ევროკავშირისკენ მიმავალ ქვეყანაში გეგმავს ჯარისკაცებით ხელისუფლების შეცვლას, ამაზე როგორი იქნება მათი დამოკიდებულება? მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში საომარი მდგომარეობაა, უკრაინა რუსეთის არანორმალური აგრესიის მსხვერპლია, ეს კითხვები უნდა დაისვას, რადგან არესტოვიჩის ასეთი განცხადებები არ არის გზა, რაც ხელს შეუწყობს უკრაინის გამარჯვებას. 

არ მგონია, ადამიანი საქართველოს სამსახურში მდგომი იყოს, რომელიც ჩათვლის, რომ უკრაინელი ხალხის შეგულიანებას სჭირდება საქართველოს წინააღმდეგ ომით დამუქრება. თუ ვინმე განსხვავებულად ფიქრობს, გამოვიდეს და თქვას. პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინული სახელმწიფო, რაც უფრო მალე მოახდენს ამ ყველაფერისგან გამიჯვნას, უკეთესი იქნება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები