ნოდარ ხარშილაძე - ალიევი ტყუილად არ წუხს, ცუდი პრეცედენტი ჩვენთან ურთიერთობაში ყაზახებს უკვე აქვთ

ალიევი ტყუილად არ წუხს ამაზე, ცუდი პრეცედენტი ჩვენთან ურთიერთობაში ყაზახებს უკვე აქვთ, - ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელმა ნოდარ ხარშილაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველომ საკუთარ  ტერიტორიაზე ყაზახური ნავთობის გატარებაზე უარი თქვა. 

"ალიევი ტყუილად არ წუხს ამაზე, ცუდი პრეცედენტი ჩვენთან ურთიერთობაში ყაზახებს უკვე აქვთ. მათ საქართველოს მთავრობას მიმართეს, რომ ყაზახური ნავთობი საქართველოს გავლით, რკინიგზით გასულიყო თურქეთში და შემდეგ ევროპაში, რაზეც უარი მიიღეს. ეს პროექტი საკმაოდ დიდ თანხებს დაუტოვებდა საქართველოს და ამაზე უარი თქვეს რაღაც ტექნიკური მიზეზის გამო. 

2 თვის წინანდელი ამბავია და ვიცი პირველწყაროდან, იმ ადამიანისგან, ვინც მიმართა საქართველოს მთავრობას. ამ უარს და ამ საფრთხეს, რომ იგივე მოხდეს აზერბაიჯანთან მიმართებაში, ორი მიზეზი აქვს: წმინდა პოლიტიკური - რუსეთის არგაღიზიანება და რუსებისგან დავალების მიღება, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთო. მათ არ აწყობთ, რომ ყაზახეთი დაუსხლტეს ხელიდან და სხვა ალტერნატივა ჰქონდეს. მეორე მიზეზი - ესაა რკინიგზა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირობებში წამგებიან ორგანიზაციად იქცა. შევარდნაძის დროსაც კი არ იყო ასეთი სიტუაცია. ევროკავშირის პროექტის ნაწილი თუ გახდება, მერე კორუფცია იქ ვეღარ იქნება, ჯიბეში ის ფულები ვეღარ წავა, როგორც დღეს აკეთებენ“, - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

უახლესი ამბები