პაატა ზაქარეიშვილი - რაც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ხდება, ეს არის ანექსიისკენ მიმართული გეგმაზომიერი ნაბიჯები

რა ხდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, - ამის შესახებ Front News-ს რეინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა. 

- რაც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში  ხდება, ეს არის ანექსიისკენ მიმართული გეგმაზომიერი ნაბიჯები, ეს ნაკლებად არის კავშირში უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან, ანექსიის პოლიტიკა დაწყებულია წლების წინ და ეს პროცესი გრძელდება.   

სამაჩაბლოში გრძელდება ბორდერიზაციის პროცესი. გამყოფი ხაზის გასწვრივ ავლებენ მავთულხლართებს, რაც შეეხება "ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ მიერ ახალი საგუშაგოს გახსნის შესახებ ინფორმაციას, მე  ასეთი ინფორმაცია არ მაქვს. საგუშაგოს გახსნის შესახებ შეთანხმება ერგნეთის შეხვედრაზე უნდა მოხდეს. 

ერთადერთი შემთხვევა, როდესაც "ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საგუშაგო გახსნეს ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, ეს იყო  წნელისის  საგუშაგო, რასაც შესაძლოა, მოყვა ჯაჭვური რეაქცია. უნდა მომხდარიყო ამ საგუშაგოს გახსნის შესახებ შეთანხმება  ერგნეთის შეხვედრაზე, სადაც ეუთოს ხელმძღვანელობით მიმდინარეობს ეს შეხვედრები და  არის ოსური და რუსული მხარეებიც. 

- რას იტყვით ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესების შესახებ?

- 2 წლის წინ 12 ნოემბერს სოჭში ვლადიმირ პუტინსა და ასლან ბჟანიას შორის გაფორმდა  დოკუმენტი, რომელიც 2-3 წელიწადში აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას ითვალიწინებს. ამ დოკუმენტს ხელი მოეწერა ყარაბაღში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, 9 ნოემბერს დასრულდა საომარი მოქმედებები და 12-ში ხელი მოეწერა ამ დოკუმენტს. მაშინ მართლა იჩქარა მოსკოვმა, შეეშინდა, რომ გავლენას კარგავდა კავკასიაში და  სასწრაფოდ მოაწერა ხელი ამ შეთანხმებას, რადგან აზერბაიჯანი თურქეთის გავლენით გაძლიერდა  და შეეშინდა,  რომ საქართველოს არ წამოეწყო რაღაც ღონისძიებები და დააჩქარა პროცესი. ახლა მიმდინარეობს ამ დოკუმენტის განხორციელება. 

- რა პერსპექტივა აქვს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მიერ ბელარუსის საელჩოს გახსნის შესახებ დაწყებულ საუბარს?

- საელჩოს ვერ გახსნის ბელარუსი, თუ არ აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა, შეიძლება გახსნას სავაჭრო წარმომადგენლობა. ბელარუსი მოქმედებს საკმაოდ თავხედურად, მაგრამ მოქმედებს რუსეთის დავალებით. თვის ბოლომდე აფხაზეთმა უნდა განიხილოს ბიჭვინთის ტყე-პარკის რუსეთისათვის გადაცემაზე რატიფიკაციის საკითხი, რაც ქმნის დაძაბულობას, აფხაზეთის მოსახლეობისა და პოლიტიკოსებისთვის მიუღებელია ამ ფორმით რუსეთისათვის ტერიტორიის გადაცემა, ამიტომ ბიჭვინთაში ლუკაშენკოს ჩასვლით მოსკოვი ცდილობს შექმნას ილუზია, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ლუკაშენკოს არაფერი უთქვამს აღიარების შესახებ, თუმცა ეს იყო ვიზუალური მესიჯი აფხაზური საზოგადოებისთვის. შემდეგ ჩავიდა იქ უკვე  ბელარუსის პარლამენტის დელეგაცია.

ეს არის უსამართლო ფაქტი, თუ როგორ ექცევა ბელარუსი მეგობარ სახელმწიფოს. ლუკაშენკო მიუღებელია მსოფლიოსთვის და ის ვერსად  დადის, გარდა დსთ-ის ქვეყნებისა, იშვიათი გამონაკლისი იყო საქართველო. მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს, ლუკაშენკო ჩამოვიდა საქართველოში და ძალიან პომპეზურადაც მიიღეს, გასაგებია რა მიზნით, რომ ბელარუსიამ არ აღიაროს აფხაზეთი. ლუკაშენკო საქართველოს მეგობარ ქვეყანას უწოდებდა, რომელსაც ასე უმუხთლა და  ჩავიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ეს არის ყველანაირი დიპლომატიური სამართლის დარღვევა. მაშინ, როცა ყირიმში არც ერთხელ არ ჩასულა. აშკარაა, რომ რუსეთის მითითებით ჩავიდა, რომ შეექმნა ილუზია აღიარებისა. 

- რა იტყვით ამ ფაქტებზე საქართველოს ხელისუფლების რეაგირებაზე?

- არანაკლებ აღმაშფოთებელია საქართველოს ხელისუფლების დუმილი. კობახიძემ თქვა, რომ ლუკაშენკომ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი მოინახულაო, ნაცვლად პროტესტისა, კიდევ ვცდილობთ, რომ გავამართლოთ. რაც შეეხება ბელარუსის დელეგაციის ჩასვლას, ამაზე საერთოდ რეაგირება არ ჰქონია საქართველოს ხელისუფლებას. პირდაპირ ეჭვქვეშ აყენებენ საქართველოს სუვერენიტეტს. 

- მოსალოდნელია თუ არა აფხაზეთის აღიარება ბელარუსის მიერ?

საქმე იმაშია, რომ რუსეთს არ ჭირდება ახლა აფხაზეთის აღიარება. თუ ბელარუსი აღიარებს აფხაზეთს,  მას პრობლემა ექნება საქართველოსთან, საქართველო ახლა ასე თუ ისე მაინც რუსეთის პოლიტიკაში ჯდება. მას მოსწონს "ქართული ოცნების“ პოლიტიკა. აფხაზეთის აღიარებამ კი შეიძლება გამოიწვიოს ქვეყანაში გამოსვლები და ეჭვქვეშ დადგეს რუსეთისათვის სასურველი, "ქართული ოცნების“ მმართველობა. ამიტომ რუსეთს ახლა ბიჭვინთა უფრო აინტერესებს, ვიდრე აღიარება. დანარჩენი არის თამაშები ბიჭვინთის ხელში ჩასაგდებად.  

ირინა მაკარიძე

Front News

მსგავსი სიახლეები