ვანო მაჭავარიანი - რუსეთი ამ შემთხვევით გატესტავს ნატო-ს რეაქცია რამდენად ადეკვატური იქნება

რუსეთი ამ შემთხვევით გატესტავს ნატო-ს რეაქცია რამდენად ადეკვატური იქნება, -  ამის შესახებ "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ ექსპერტმა ვანო მაჭავარიანმა პოლონეთში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-ს რეაქცია ადეკვატურია და მსგავსი ფაქტების განმეორების შემთხვევაში მას საპასუხო ნაბიჯებიც განსაზღვრული  ექნება. 

"როგორც ჩანს, ამ ეტაპზე არც ნატო-ს და არც ნატო-ს წევრ ქვეყნებს ესკალაცია არ უნდათ. გასაკვირია, რომ აქამდე არ მოხდა მსგავსი ფაქტი, ისეთი ინტენსივობით მიმდინარეობს საომარი მოქმედებები ლვოვის მიმართულებით. ეს შემთხვევა შეიძლება შეფასდეს, რომელსაც არ უნდა მოყვეს ნატო-სგან ის რეაქცია, რომელიც გათვალისწინებულია მისი წესდების მე-5 მუხლით, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არის გამოღვიძების ის ზარი, რომელსაც ნატო იღებს. დარწმუნებული ვარ, ის იმსჯელებს, მსგავსი ფაქტის  განმეორების შემთხვევაში, რა უნდა გაკეთდეს, ამიტომ გერმანია სთავაზობს პოლონეთს გააძლიეროს მათი საჰაერო თავდაცვის სისტემები.  

რუსეთი ამ შემთხვევით გატესტავს, ნატო-ს რეაქცია რამდენად ადეკვატური იქნება, ან რამდენად შესაძლებელია მსგავსი შემთხვევები გახდეს ნატოში დაყოფის ან გაერთიანების მიზეზი“, -  განაცხადა მაჭავარიანმა. 

მისი თქმით, ომის დროს გაუთვალისწინებელი შემთხვევები ხდება, ასეთი რამ ნატო-საც მოუვიდა, როდესაც სერბეთს ბომბავდა და ბულგარეთში ერთ-ერთ ჰოსპიტალს მოხვდა ჭურვი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები