კარენ დონფრიდი - ჩვენთვის ძალზე შემაშფოთებელია, რადგან ვხედავთ დემოკრატიის უკუსვლას საქართველოში

ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს დახმარების სისტემა შესაძლოა, შეიცვალოს და ე.წ. დამსახურებაზე დაფუძნებული გახდეს, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სენატორებმა ისაუბრეს.

ე.წ დამსახურებაზე დაფუძნებული დახმარების სისტემა ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო შეასრულებს რეფორმებს, პარტნიორების მხრიდან მიიღებს დახმარებას.

სენატორების თქმით, საქართველოში არის დემოკრატიის უკუსვლა და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. 

"ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს პარტნიორია მისი დამოუკიდებლობის დღიდან. ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ მიაღწია პროგრესს, სწორედ ამაზე იყო დაფუძნებული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და ის, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ, ჩვენთვის ძალზე შემაშფოთებელია, რადგან ვხედავთ დემოკრატიის უკუსვლას საქართველოში. 

აღმაშფოთებელია კრიტიკა ჩვენი ელჩის მისამართით. ჩვენ ველაპარაკეთ საქართველოს მთავრობას ამ საკითხზე და ხაზი გავუსვით, რომ კრიტიკა, რომელიც მთავრობასთან დაახლოებული ჯგუფებიდან მოდის, ძირს უთხრის ჩვენს პარტნიორობას", - განაცხადა სხდომაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კარენ დონფრიდმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები