გეგა მგალობლიშვილი - უკრაინას აქვს სტრატეგიული უპირატესობა და მისი იძულება ხელი მოაწეროს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება

უკრაინას ახლა აქვს სტრატეგიული უპირატესობა და მისი იძულება  ხელი მოაწეროს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა  პრემიერ-მინისტრმა, ნატოსა და თურქეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა გეგა მგალობლიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან მომხდარი ინციდენტის შემდეგ უკრაინისათვის  საჰაერო თავდაცვის  სისტემის მოწოდება გაიზრდება. 

"ეს გამოჩნდა უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის, ე.წ. რამშტეინის შეხვედრაზე, სადაც  აქცენტი გაკეთდა ინტეგრირებული საჰაერო თავდაცვის სისტემის უფრო დაჩქარებულ მიწოდებაზე“, - განაცხადა მგალობლიშვილმა. 

მისი თქმით, ბრძოლის ველზე რუსეთი მარცხდება, რის გამოც ორი მიმართულებით ცდილობს აქცენტის გაკეთებას. 

"ერთი რამ, რაც შეიძლება ცხადად ვთქვათ, ბრძოლის ველზე რუსეთის შეიარაღებული ძალები მარცხდება. ამიტომ რუსეთის ხელისუფლება ცდილობს ორი ძირითადი მიმართულებით აქცენტის გაკეთებას, თუ არ ჩავთვლით ბაჰმუდის მიმართულებით ყოვლად უგონო შეტევებს. 

პირველი - ეს არის უკრაინელი ხალხის ნების გატეხვის მცდელობა იმ ბარბაროსული მეთოდებით, რასაც მასირებული საჰაერო დაბომბვები ქვია.  ეს ძირითადად სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზეა მიმართული,  იმისთვის რომ ზამთარში მოახერხოს უკრაინული ენერგოსისტემის მთლიანი ჩამოშლა, რამაც, მათი გათვლით, შესაძლოა გამოიწვიოს, უკრაინელი ხალხის ნების გატეხვა. თუმცა უკრაინულმა საზოგადოებამ უკვე არაერთხელ დაადასტურა საკუთარი მდგრადობა და არ მგონია, ამ მიმართულებით რუსეთს რაიმე წარმატების მიღწევა შეეძლოს. 

მეორე მიმართულება, რომელზეც რუსეთი ასევე ძალიან აქტიურად მუშაობს,  ეს არის დასავლეთის მიმართულება. ის ცდილობს, რომ ამ ომის თანამდევი ინფლაციური პროცესებით ცვლილება მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე, რომ შემდეგ დასავლეთმა,  ან რამდენიმე წამყვანმა სახელმწიფომ უკრაინა აიძულოს ცეცხლის შეწყვეტის  ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს. თუმცა ვთვლი, რომ ეს ასე მარტივად ვერ მოხდება რადგან რუსეთის ეს ქმედებები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ასე ბარბაროსული დაბომბვა გამორიცხავს დასავლეთში საზოგადოებრივი აზრის, თუნდაც მოკლე დროში შეცვლას. ეს ორი ქმედება ერთმანეთის მიმართ შეუთავსებელია. 

უკრაინას ახლა აქვს სტრატეგიული უპირატესობა და მისი იძულება ხელი მოაწეროს ცეცხლის შეწყვეტის  ხელშეკრულებას,   პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება“, - განაცხადა გეგა  

მისი თქმით, რაც დრო გადის უკრაინა ძლიერდება. 

"რაც დრო გადის უკრაინა ძლიერდება, პირველ რიგში,  უკრაინული შეიარაღებული ძალების თავდადების გამო.  მის უკან დგას მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი და რაც დრო გადის, რუსეთი, სამხედრო თვალსაზრისით, სუსტდება, ირანული დრონები და ჩრდილოეთ კორეიდან ფრთოსანი რაკეტების ჩამოტანა ვერ დააკომპესირებს იმ დანაკარგს, რასაც რუსეთის არმია განიცდის“, - განაცხადა მგალობლიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები