ზურაბ ჯაფარიძე - რაც დრო გავა, დასავლეთიდან საქართველოს მიმართ კიდევ უფრო მკაცრი განცხადებები გაკეთდება, "ოცნების“ რიტორიკა კი სულ უფრო ანტიდასავლური გახდება

რაც დრო გავა, დასავლეთიდან  საქართველოს მიმართ კიდევ უფრო მკაცრი განცხადებები  გაკეთდება, "ოცნების“ რიტორიკა კი  სულ უფრო ანტიდასავლური გახდება, - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, დეკემბერში ევროპარლამენტის ანგარიში დამტკიცდება, რომელშიც  საქართველოს საკითხიც შედის. 

"ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ანგარიში დაამტკიცეს,  სადაც ნიკა გვარამიას თემაც ეწერა, სააკაშვილის თემაც  და კიდევ ბევრი თემა.  ეს ანგარიში დეკემბერში გავა პლენარულ სხდომაზე და რაც ამ რეზოლუციებით გვითხრეს, ახლა უკვე ევროპარლამენტი გვეტყვის იგივეს.  არა  რომელიმე ერთი ფრაქცია ევროპარლამენტში, არამედ ევროპული ინსტიტუტი, რომლისკენაც თითქოს მივყავართ "ქართულ ოცნებას“, სინამდვილეში კი,  ხელს გვიშლის. ამიტომ,  რაც დრო გავა, დასავლეთიდან  საქართველოს მიმართ კიდევ უფრო მკაცრი განცხადებები  გაკეთდება,  რადგან ესენი აკეთებენ საპირისპიროს იმისას, რაც 12 პუნქტში წერია, შესაბამისად, ამათი რიტორიკა  სულ უფრო ანტიდასავლური გახდება, ესაა,  რასაც უნდა ველოდოთ“, - განაცხადა ჯაფარიძემ. 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ ვერ გრძნობს სანქციების საფრთხეს. 

"ჯერჯერობით,  მე მგონი, სანქციების საფრთხეს ვერ გრძნობს, რაც ჩანს  სანქციების ხსენება სულ უფრო ხშირად ხდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სანქციების საკითხი ხვალ, ან ზეგ გადაწყდება. დასავლეთი თვითონ გადაწყვეტს, თუ ამის საჭიროება იქნება,  მიუხედავად იმისა,  აქედან რა მოთხოვნა იქნება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები