ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა და რუსი დამნაშავეების დასასჯელად სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა მოითხოვა.

ინფორმაციას უკრაინის მმართველი პარტია "ხალხის მსახური" ავრცელებს.

"ნატოს 30-ვე ქვეყანამ მხარი დაუჭირა ჩვენი დელეგაციის წინადადებებს. ასეთი ტრიბუნალი საშუალებას მოგვცემს გავასამართლოთ არამხოლოდ ომის დანაშაულების უშუალო დამნაშავეები, არამედ რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელმძღვანელობაც. რეზოლუცია გადაეგზავნება ნატო-ს ყველა წევრი ქვეყანის მთავრობებსა და პარლამენტებს“, - განაცხადა სახალხო დეპუტატმა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელმა იგორ ჩერნევმა.

მისი თქმით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უკრაინისთვის:

უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდა; უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისთვის კონკრეტული ნაბიჯების შემუშავება;

უკრაინისთვის მიყენებული ზიანისათვის რუსეთის ფედერაციისგან რეპარაციების აღების მექანიზმის შექმნა.

ამავე დროს, რეზოლუცია ამყარებს ნატო-ს პოზიციას, რომ ალიანსი მხარს დაუჭერს უკრაინას იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები