მარიამ ჯიშკარიანი - ძალიან დიდი ალბათობით, მიხეილ სააკაშვილი ინტოქსიკაციის მსხვერპლია

ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელის განცხადებით, ძალიან დიდი ალბათობით, მიხეილ სააკაშვილი ინტოქსიკაციის მსხვერპლია.

მარიამ ჯიშკარიანის თქმით, მესამე პრეზიდენტის ორგანიზმში ნამდვილად არის მძიმე მეტალები, რომელიც მაღალი ალბათობით ნეიროინტოქსიკაციის შედეგია. 

მისივე თქმით, ამ დასკვნამდე 10 ექსპერტისგან შემდგარი ჯგუფი ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ მივიდა. 

"თმის ღერში აღმოჩენილია სამი მძიმე მეტალი - ვერცხლისწყალი, ბისმუტი და ბარიუმი. ძალიან დიდი ალბათობით და შემდგომ მტკიცებულებებს კიდევ ველოდებით, მიხეილ სააკაშვილი არის ინტოქსიკაციის მსხვერპლი. იგი დაექვემდებარა წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და შესაძლებელია სიკვდილის მცდელობასაც და მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის მიიღოს ზომა და დღესვე შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი", - განაცხადა ჯიშკარიანმა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები