პაატა მანჯგალაძე - ვერ მოვატყუებთ ჩვენს მოქალაქეებს, თითქოს გვჯერა, რომ შესაძლებელი იყოს სახალხო დამცველის კანდიდატურაზე შეთანხმება

ვერ მოვატყუებთ ჩვენს მოქალაქეებს, თითქოს გვჯერა, რომ შესაძლებელი იყოს სახალხო დამცველის კანდიდატურაზე შეთანხმება, - ამის შესახებ Front News-ს "სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განუცხადა. 

მისი განცხადებით,  "სტრატეგია აღმაშენებელი“ სახალხო დამცველის არჩევის საკითხზე მმართველ პარტიასთან კონსულტაციებში  არ მონაწილეობს. 

"ჩვენ "სტრატეგია აღმაშენებელი“ ამ შეხვედრას არ ვესწრებით. ვერ მოვატყუებთ ჩვენს მოქალაქეებს,  თითქოს გვჯერა,  რომ შესაძლებელი იყოს სახალხო დამცველის კანდიდატურაზე შეთანხმება. 

ვთვლით, რომ ამ პროცესში მონაწილეობას აზრი არ აქვს.  ვერ შევქმნით ილუზიას, რომ „ქართულ ოცნებასთან“ რამეზე შეთანხმება შეიძლება.  

ჩვენი პოზიციაა, „ქართულ ოცნებას“ თუ უნდა მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ კანდიდატს, არანაირი კონსულტაცია ამისათვის საჭირო არ არის. ჩვენ პოზიცია არ შეგვიცვლია, არ ვითხოვთ ჩვენი კანდიდატების გაყვანას,  ვითხოვთ კანდიდატის გაყვანას, რომელიც არ იქნება არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის“, - განაცხადა მანჯგალაძემ.  

როგორც ცნობილია, ოპოზიციის წამომადგენლები სახალხო დამცველი პოსტზე მხარს არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს უჭერენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები