ქართულმა გუნდმა ძიუდოს “ჩემპიონთა ლიგა” მოიგო

ქართულმა გუნდმა "მებრძოლმა" ძიუდოს ყველაზე პრესტიჟული გუნდური შეჯიბრი “ჩემპიონთა ლიგა” მოიგო.

გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში იბრძოდნენ: ლევან გუგავა, გიორგი ჩიხელიძე, გურამ თუშიშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი და ტატო გრიგალაშვილი.

აღსანიშნავია გურამ თუშიშვილის ისტორიული გამარჯვება ტედი რინერის წინააღმდეგ, რომლითაც ლომის წვლილი დადო გუნდის წარმატებაში.

გადამწყვეტ ბრძოლაში კი ტატო გრიგალაშვილმა საიდ მოლაი დაამარცხა და ქართულ გუნდს საშინაო კედლებში ისტორიული გამარჯვება მოუტანა.

რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს, ესეც ქართულ გუნდს ხვდა წილად, “გოლდენ გორმა” მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კიდევ ერთი ქართული კლუბი “არეა” დაამარცხა.

ძიუდოს “ჩემპიონთა ლიგა” გორში ჩატარდა.