მეუფე ნიკოლოზი - დიდი იმედი მაქვს, რომ უცხოეთში გადაიყვანენ სამკურნალოდ

მე დიდი იმედი მაქვს,  რომ უცხოეთში გადაიყვანენ სამკურნალოდ, - ამის შესახებ კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა  კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ  განაცხადა. 

მისი თქმით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. 

"უფრო და უფრო სუსტად მეჩვენება, დაახლოებით 2 თვის წინ ჯერ კიდევ ფეხზე იდგა ხოლმე და ჩვეულებრივად მხვდებოდა. ახლა წევს. მე დიდი იმედი მაქვს,  რომ უცხოეთში გადაიყვანენ სამკურნალოდ“, - განაცხადა მიტროპოლიტმა. 

მისი თქმით,  მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად პატრიარქის ლოცვა- კურთხევით დადის. 

"სასულიერო პირი, რომელიც მასთან შემოდის, მე მგონი, მხოლოდ მე ვარ. მე პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ვარ აქ, ოღონდ მე ერთხელ მივიღე ეს შენიშვნა, ლოცვა-კურთხევა მაქვს ლაპარაკზე კი არა, ლოცვა-კურთხევა მაქვს მოქმედებებზე. ამიტომ ნაკლებად ვლაპარაკობ და შედარებით ვცდილობ, რომ ჩუმად, უსიტყვოდ ვიმოქმედო. ჩემი მოქმედება არის მასთან კონტაქტი, მისი გამხნევება და ლოცვა მისი ჯანმრთელობისათვის“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები