სტოლტენბერგი - მთავარი აქცენტი კეთდება უკრაინის მხარდაჭერაზე იმის უზრუნველსაყოფად, რომ პუტინი არ გაიმარჯვებს, მაგრამ გაიმარჯვებს უკრაინა

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრიანის მიმართ კრიტიკული და უპრეცედენტო მხარდაჭერა გაგრძელდება. 

მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრა ალიანსისთვის მოულოდნელი არ იყო და მზად იყვნენ მსგავსი სიტუაციებისთვის 2014 წლის შემდეგ.

"ომი არ დაწყებულა მიმდინარე წლის თებერვალში, ომი დაიწყო 2014 წლის გაზაფხულზე და მას შემდეგ ნატომ განახორციელა ჩვენი ალიანსის ყველაზე დიდი გაძლიერება, ყველაზე დიდი ადაპტაცია ცივი ომის დასრულების შემდეგ, მეტი ყოფნით ჩვენი ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილი.

ახლა მთავარი აქცენტი კეთდება უკრაინის მხარდაჭერაზე, იმის უზრუნველსაყოფად, რომ პრეზიდენტი პუტინი არ გაიმარჯვებს, მაგრამ უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი ერი ევროპაში", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ნატო-ს მიერ უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საჭიროება იქნება და ალიანსი უკან არ დაიხევს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები