უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 90 600 (+510) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 03.12-მდე: ტანკები - 2 917 (+1), ჯავშანტექნიკა - 5 886 (+3), საარტილერიო სისტემები - 1 906 (+1), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 395 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 210 (+0), თვითმფრინავი - 280 (+0), ვერტმფრენები - 263 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 1572 (+8), ფრთოსანი რაკეტები - 531 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 16 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 4472 (+8), სპეციალური ტექნიკა - 163 (+0).