პროექტი "ჩვენი ჯარი“ გრძელდება

პროექტი "ჩვენი ჯარი“ გრძელდება

პროექტ "ჩვენი ჯარის" ფარგლებში  მოსწავლეებს საქართველოს თავდაცვის  ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი შეხვდა. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიგადის გენერალი კახა ტაბატაძე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის მე-2 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. გენერალი მშობლიური სკოლის მაღალი კლასების მოსწავლეებს გაესაუბრა და ჯარისკაცის პროფესიისა და თავდაცვის ძალებში მიღებული გამოცდილების შესახებ საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა. 

ლოჯისტიკის სარდალმა მოსწავლეებთან დისკუსიაში პატრიოტიზმისა და ქვეყნის  დაცვის  მნიშვნელობაზეც ისაუბრა.  

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის  სამხედრო მოსამსახურეებმა კი, მათ თავდაცვის ძალების  სტრუქტურა, ამოცანები, თავდაცვის ძალებში სამსახურის ფორმები, საგანმანათლებლო შესაძლებლობები, საქართველოს ეროვნული გმირების ისტორიები და სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი თემები გააცნეს და ვიდეორგოლებითა და ფოტომასალით დატვირთული პრეზენტაციები წარუდგინეს. 

პროექტს „ჩვენი ჯარი“ თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს და ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას, თავდაცვის ძალების მიმართ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. პროექტი თბილისისა და საქართველოს რეგიონების მასშტაბით წარმატებით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები