"ჩვენი ჯარის" ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა.

თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ ახალგაზრდებს პროექტის მნიშვნელობა, თავდაცვის უწყების პრიორიტეტები, ასევე, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პარალელურად, სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობები გააცნო. 

მოგვიანებით, სამხედრო მოსამსახურეებმა სტუდენტებს თავდაცვის ძალების ისტორიის, ამოცანებისა და პრიორიტეტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. სტუდენტები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ტერიტორიული რეზერვის პროგრამით, ასევე თავდაცვის ძალებში დასაქმებითა და სამხედრო კარიერული განვითარებით. 

თავდაცვისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროების ერთობლივი პროექტი - „ჩვენი ჯარი“ სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციასა და თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები