უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 92 740 (+540) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 07.12-მდე: ტანკები - 2 935 (+6), ჯავშანტექნიკა - 5 909 (+4), საარტილერიო სისტემები - 1 923 (+8), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 395 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 211 (+0), თვითმფრინავი - 281 (+0), ვერტმფრენები - 264 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 1601 (+14), ფრთოსანი რაკეტები - 592 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 16 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 4526 (+21), სპეციალური ტექნიკა - 163 (+0).