აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებების გენოციდად აღიარებას გულისხმობს.

რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ნატო-ს და ევროკავშირს, მხარი დაუჭირონ უკრაინის მთავრობას, აღკვეთოს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ რუსეთის გენოციდის შემდგომი ქმედებები.

დოკუმენტი ასევე მხარს უჭერს ტრიბუნალებს და საერთაშორისო სისხლის სამართლის გამოძიებებს, რათა რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და სამხედროები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან აგრესიულ ომზე, ომის დანაშაულებზე, გენოციდზე, პასუხისგებაში მიეცენ.

"რეზოლუცია გმობს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აქტიურ გენოციდს, მოუწოდებს აშშ-ის ხელისუფლებას, ითანამშრომლოს ჩვენს მოკავშირეებთან, რათა აღვკვეთოთ გენოციდის მომავალი აქტები. ასევე, მხარს უჭერს გამოძიებას, რათა ამ საშინელ დანაშაულებზე პასუხისმგებლები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ. ჩვენ მომავალშიც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინელ ხალხს გადარჩენისთვის ბრძოლაში", - განაცხადა რეზოლუციის ავტორმა, სენატორმა ჯიმ რიშმა.

მსგავსი სიახლეები