ეკა ხერხეულიძე - არანაირი წინააღმდეგობა მას არ აქვს, ოღონდ კამერებისთვის ეს არ იყოს დახურული პროცესი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტი თანახმაა სასამართლო პროცესში აუცილებლობის შემთხვევაში პალატაში ჩატარდეს, თუ ის კამერებისთვის არ დაიხურება.

"მიხეილ სააკაშვილის პოზიცია პროცესთან დაკავშირებით არის ერთადერთი, მას სურვილი აქვს დაესწროს პროცესს, უკვე ცნობილი გარემოებების გამო, რომ ის ნახონ რა მდგომარეობაში იმყოფება ყველა იმ ადამიანმა, ვისაც ეჭვი ეპარება ჩვენ მიერ გამოტანილ ინფორმაციაში და ფიქრობენ, რომ ჩვენ რაღაც დეტალებს ვაზვიადებთ. ის დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, მაგრამ არსებობს დამხმარე შესაძლებლობები, საკაცე, ეტლი, რითიც შეძლებს ის მივიდეს სასამართლომდე, თუ ეს არ ხდება ტექნიკურად და ვერ მოხდება, მაშინ მოხდეს ისე, რომ პალატაში ჩატარდეს პროცესი, არანაირი წინააღმდეგობა მას არ აქვს, ოღონდ კამერებისთვის ეს არ იყოს დახურული პროცესი", - განაცხადა ხერხეულიძემ. 

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს 14 დეკემბრამდე გადაიდო.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები