"იძულებით გადაადგილებულ პირთა სპეციფიკური ადამიანის უფლებების საჭიროებების სამართლებრივი გზამკვლევის“ პრეზენტაცია გაიმართა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით „იძულებით გადაადგილებულ პირთა სპეციფიკური ადამიანის უფლებების საჭიროებების სამართლებრივი გზამკვლევის“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ გახსნეს.

გზამკვლევის შექმნის მიზანია შერიგებასა და ქართულ-აფხაზური საზოგადოების გაერთიანებაზე ორიენტირებული სამართლებრივი დახმარება,  კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებებს შორის ობიექტური, რეალური ინფორმაციის გაცვლა და კონსტრუქციული ტიპის დიალოგის ხელშეწყობა.

შეხვედრაში  სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და ექსპერტები მონაწილეობდნენ. პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, განხილვის შედეგად მიღებული დამატებითი შენიშვნები  დოკუმენტის საბოლოო ვარიანტში აისახება.ღონისძიება იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის პროგრამის  ,,სამშვიდობო რესურსი-ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მხარდაჭერა“ ფარგლებში ჩატარდა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები