ლავროვის უწყება საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენას არ გამორიცხავს

რუსეთმა შესაძლოა, საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განახლების და მისი მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაცის გადაწყვეტილება მიიღოს, თუ აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდება, - ამის შესახებ TASS-თან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა განაცხადა.

"რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებისთვის პირდაპირი ფრენების აღდგენისა და ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივებს, თუ ამისათვის აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდება - თბილისში არსებული პირობები ცნობილია - ჩვენ არ გამოვრიცხავთ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას", - განაცხადა გონჩარმა.

მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ამ წლისთვის ორნიშნა ციფრამდე გაიზარდა "ძირითადად ტურიზმიდან, ფულადი გზავნილებისა და რუსეთთან ვაჭრობის შთამბეჭდავი შემოსავლების წყალობით".

თბილისში დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის და ანტისაოკუპაციო აქციების შემდეგ პუტინმა, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენები აუკრძალა.

უახლესი ამბები