ტედ ჯონასი - თუ ვინმე შემოვა ამ პირობით, იქნება ბიძინა ივანიშვილის მსგავსი პიროვნება, ბიძინა ივანიშვილის მეგობარი, არაგამჭვირვალე კორუმპირებული ინვესტორი

თუ ვინმე შემოვა ამ პირობით, იქნება ბიძინა ივანიშვილის მსგავსი პიროვნება, ბიძინა ივანიშვილის მეგობარი, არაგამჭვირვალე კორუმპირებული ინვესტორი, - ამის შესახებ  ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ტედ ჯონასმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ დასახელებული პირობა, რომ პორტის  51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, არარეალურია და არცერთი სანდო კომპანია და ინვესტორი ასეთ პირობას არ დათანხმდება. 

"სახელმწიფოს 51% ჰქონდეს და ინვესტორს 49 - არცერთი ინვესტორი ასეთი პირობით არ შემოვა. არ იქნება სანდო ინვესტორი,  ან საჯარო კომპანია, რომელიც აქ შემოვა საქართველოს მთავრობის დომინანტობის ქვეშ. საშინელი სახელი აქვს საქართველოს მთავრობას პარტნიორობის მხრივ. 51%-ისთვის ფულიც არ გააჩნიათ, წარმატებას ვერ მიაღწევს. თუ მონახავენ ვინმეს, რომელიც შემოვა ამ პირობით, იქნება ბიძინა ივანიშვილის მსგავსი პიროვნება, ბიძინა ივანიშვილის მეგობარი, არაგამჭვირვალე,  კორუმპირებული ინვესტორი. სანდო საერთაშორისო კომპანია არასდროს არ შემოვა ამ პირობებით. ეს არის კიდევ ერთი განცხადება პიარული, რომ გაასულელონ საქართველოს მოსახლეობა“, - განაცხადა ტედ ჯონასმა. 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი სახელმწიფო თანამონაწილეობით აშენდება, სადაც 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, ხოლო დანარჩენზე საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები