ელენე ხოშტარია - ეს არის არამარტო ადამიანის გათელვა და შურისძიება, ეს არის ჩვენი, საზოგადოების შეურაცხყოფა

ეს არის არამარტო ადამიანის გათელვა და შურისძიება, ეს არის ჩვენი, საზოგადოების შეურაცხყოფა, - ამის შესახებ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ სამი პოლიტიკური პარტიის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, რომ მესამე პრეზიდენტი მძიმე მდგომარეობაშია. 

"შეკოწიწებულ კადრებში ჩვენ ვხედავთ, რომ ამ არაადამიანურ მოპყრობის პირობებში მყოფი მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მძიმედ. ეს პირველ რიგში, დადასტურდა მათივე გავრცელებული კადრებით, წერტილი დაესვა ყველანაირ სპეკულაციას, რომ სააკაშვილი რაღაცას  თვითონ იზიანებს, ან არ ჭამს, ან რომ რაღაცას არ აკეთებს, ან რომ მას რაიმე სახის პირობები გააჩნია საერთოდ. 

ეს არის არამარტო ადამიანის გათელვა და შურისძიება, ეს არის ჩვენი,  საზოგადოების შეურაცხყოფა. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ევროპარლამენტი ერთხმად, ძალიან მტკიცედ გვეუბნება, რომ ასეთი მოპყრობა ადამიანთან არის შეუთავსებელი საერთოდ ევროპაში გაწევრიანებაზე  ფიქრთანაც კი“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

მისი თქმით, ამ ვითარებაში გამოსავალი ოპოზიციის მიერ ერთიანი სამოქმედო გეგმის დასახვაა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები