ზურაბ ჯაფარიძე - "ქართული ოცნება" მიზანმიმართულად კლავს ამ ქვეყნის მომავალს

"ქართული ოცნება" მიზანმიმართულად კლავს ამ ქვეყნის მომავალს, - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სამი ოპოზიციური პარტიის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, მმართველი ძალა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს გააგრძელებს იმ დრომდე, ვიდრე მას არ დაუპირისპირდება ძლიერი ოპოზიციური ერთობა. 

"ამ კადრების გავრცელება არის იმ რჩევების,  რეკომენდაციების და კრიტიკის წინააღმდეგ, რომელიც მოდის დასაველეთისგან და ევროკავშირისგან. დღეს მიიღო ევროკავშირმა რეზოლუცია. უკვე 6 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ეთქვა უარი კანდიდატის სტატუსზე და ამ რეზოლუციაში მოხდა შეფასება ფაქტობრივად ყველაფრის, რაც მოხდა ამ 6 თვის განმავლობაში. ფაქტობრივად, წერია, რომ ყველა მიმართულებით, რაც ეხება ამ ქვეყანაში  დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, არის გაუარესება. 

"ქართული ოცნება" მიზანმიმართულად დგამს ნაბიჯებს,  რომ  საქართველომ მომავალ წელს ვერ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ეს არ არის შემთხვევითი, ისინი მიზანმიმართულად კლავენ ამ ქვეყნის მომავალს.  

მანამ, სანამ აქეთ მხარეს არ იქნება ძლიერი, ანგარიშგასაწევი ძალა,  ისინი ბოლომდე გადათელავენ არა მარტო ცალკეული ადამიანების და მესამე პრეზიდენტის უფლებებს, არამედ, ჯამში, ამ ქვეყნის მომავალს. ამას სჭირდება აქეთ მხარეს ერთობა. ჩვენ ვაგრძელებთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ერთობა შედგეს, რომ დავამარცხოთ ეს სისტემა ივანიშვილით სათავეში  და ეს ქვეყანა დავუბრუნოთ ევროატლანტიკური განვითარების გზას“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები