პუტინი 19 დეკემბერს ბელარუსში ჩავა და ლუკაშენკოს შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 19 დეკემბერს ბელარუსში ჩავა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდება.

გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები დამოუკიდებლობის სასახლეში უმაღლეს დონეზე გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მთავრობის წევრები, სამინისტროებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელები.

საუბარი შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას, ერთობლივი თანამშრომლობის პროექტებს იმპორტირებული საქონლის ჩანაცვლების საკითხში, მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი თემა იქნება ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა.

პუტინი და ლუკაშენკო ასევე განიხილავენ უსაფრთხოების საკითხებს, "გაცვლიან მოსაზრებებს რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე და განიხილავენ ერთობლივ ზომებს წარმოშობილ გამოწვევებზე რეაგირებისთვის".

მსგავსი სიახლეები